მამუკა მდინარაძე - სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით

23:50 06-22-2018
70

"სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. 

"ხვალ იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, ამის შემდეგ დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძის თქმით, ხვალ უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება. მდინარაძეს განმარტებით, ხვალინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას.