ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონი 1711625930

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ასპინძაში ჩიხების რეაბილიტაცია გრძელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არალი’’ აწარმოებს.პროექტის ფარგლებში ეწყობა ასფალტბეტონის საფარი და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. პროექტი გარდამავალია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.   

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

სამართალი 1711625842

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის 1 გამომძიებელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა.6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

საზოგადოება 1711625791

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:•შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;•ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;•ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;•განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;•ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

ბაკურიანი

შემთხვევა 1711624920

5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული... მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე

ზვავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღეს ჩამოწვა. ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი, ბურნებით, ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა. ზვავში 50 წლამდე მამაკაცი მოყვა."ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,"- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან წასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა 1711624762

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.