"50 წლის ასაკში ახალი სუნთქვა გამეხსნა - ეს ასაკთან ბრძოლაც არის და მეორე სიცოცხლეც" - გიო ხუციშვილი ("პრაიმტაიმის" არქივიდან)

20:09 06-14-2018
629

დღეს, ქართველი მომღერალი, გიო ხუციშვილი, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

გთავაზობთ, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" არქივიდან, ინტერვიუს გიო ხუციშვილთან:

"გიო და ბიჭები“ ასე ჰქვია პროექტსრომელზეც გიო ხუციშვილი, რამდენიმე თვეა  მუშაობს. ბიჭებში, „ლათინო ბოის ბენდი“ იგულისხმება - ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც, სახელწოდების თანახმად, ლათინო-ამერიკული ჟანრის მუსიკას უკრავს, ბოსანოვას სტილში.

მათი, ამ პროექტის ფარგლებში შეკრება, გიო ხუციშვილის იდეაა. თუმცა, ქართული სიმღერების ლათინურ რიტმებზე მორგება, ბენდის ადრეული სურვილიც ყოფილა.

ქართულიჰანგები და აკორდები ლათინური რიტმებით, მენდეთ, არაჩვეულებრივად ჟღერს. ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს "გიო და ბენდი" ამ ორი სხვადასხვა მენტალობის ქვეყნის მელოდიის სინთეზით და ერთნაირი ტემპერამენტით, ისე ასრულებენ, აუცილებლად მოიხიბლებით. „ჩემო ცისფერთვალება“, „ნუფრთხიალებჩემო ჩიტო“, „მთვრე“, „თბილისო“ - წარმოიდგინეთ ლათინური რიტმებით პლაჟზე...

ორწლიანი პროექტი16 აგვისტოს, ბათუმში, სოჰოლაუნჯის“

კონცერტით იწყება

ზღვა, ბოსანოვა, ლაუნჯი და გემრიელი შესრულება - ზაფხულში, რელაქსის დროს, რა გინდა მეტი... 

გიო 50 წლისაა (ნამდვილად ვერ მისცემ ამდენს), 13 კილო დაიკლო და ვიპრანჭებიო,ამბობსასაკს არ ებრძვისშინაგანად ისევ ისე ვარარაფერი შეცვლილაო, აყოლებსახალი პროექტით ანთებულია, უნდა ახალმა სტილმა თავისი ნიშა, მალე დაიკავოს

„თქვენი გაზეთით, მინდა ყველას ვაცნო, გიო ხუციშვილი ისევ იწყებს ახალ ეტაპს. ჩვენ ვართ პირველები, ლათინური და ქართული მუსიკის სინთეზში. ვინმემ თუ მომბაძა, მეორე იქნება. თბილისში არის, მიმბაძველობის ტენდენციები. ცოტა ხანი გვაცალონ და ნუ მოგვბაძავენ. ნიშა აუილებლად უნდა იპოვო. ქალაქური სტილი, ყოველთვის იქნება და მე მას ყოველთვის ვიმერებ50 წლის ასაკში, ახალი სუნთქვა გამეხსნა და კიდე ორი-სამი წელი სულ სიახლები მექნება...“ 

- გიო, რა ასაკია მამაკაცისთვის 50 წელი

-20 წლის წინ, როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ, არაფერი შეცვლილა. გავხდი, გოგოებს  ისევ ვეპრანჭები და ისევ იგივე „დუხზე“ ვარ, როგორც ყოველთვის ვიყავი. 13 კილო დავიკელი, კიდევ ხუთი კილოს დაკლებას ვაპირებ. სცენაზე, ვიზუალი საჭიროა. მინდა ფორმაში ვიყო, ბევრი ხტუნაობა მომიწევს. განსხვავებული ქართული ბენდი მყავს, ჭარბწონიანების და მოჭიდავეების. რომ შემოგვხედავენ, ვერ წარმოიდგენენ ასეთ რიტმში, თუ შეგვეძლება დაკვრა და სიმღერა.

- ასაკს ბრძოლა გამოუცხადეთ?

- კი, ეს ასაკთან ბრძოლაც არის და მეორე სიცოცხლეც".

ავტორი თამარ გონგაძე

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" (არქივიდან) 2013 წ. ივლისი.  

იხ. ვიდეორგოლი:                                                             

ავტორი: რუსა ღვანიძე