ბათუმში ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა

15:06 06-14-2018
1221

ბათუმში, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა. 

შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებულია ერთი მოქალაქე. გამოძიება მიმდინარეობს 109-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნინო რაზმაძე