არაფერი შეიცვლება თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის - თინათინ ბოკუჩავა

20:00 06-13-2018
65

 

პრემიერი საზოგადოებას არწმუნებდა , მიუხედავად იმისა, რომ ყვავ- ყორნები დამტრიალებენ, არსად წამსვლელი არ ვარო. დღევანდელმა გადადგომამ, უფრო სწორად გადაყენებამ, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის არასდროს არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა,- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. 

„პრემიერი არწმუნებდა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ყვავ- ყორნები დამტრიალებენ, არსად წამსვლელი არ ვარო. დღევანდელმა გადადგომამ, უფრო სწორად გადაყენებამ, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის არასდროს არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, ახლა უკვე ივანიშვილის მიერ გაშვებული, ისევე როგორც ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი.

არაფერი შეიცვლება თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. მთავარია, რომ ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას ისევე მშვიდად და ისევე მტკიცედ გააკეთებს, როგორც ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გააკეთა, როდესაც ივანიშვილს შოთაძის გაშვება, მირზა სუბელიანის დაკავება და ახლა უკვე პრემიერის გადაყენება მოუწია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი