პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარსადგენად საპარლამენტო უმრავლესობას 7 დღის ვადა აქვს

18:55 06-13-2018
43

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა უნდა დაასახელოს.

კანდიდატის შესარჩევად უმრავლესობას 7 დღის ვადა აქვს. 

ამის შემდეგ 7 დღის ვადაში კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. 

შემდეგ უკვე პრეიზედენტი პრემიერობის ახალ კანდიდატურასა და კაბინეტის შემადგენლობას პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. 

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი, ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.