რომან ფიფია 13 ივნისის სტიქიას იხსენებს

17:54 06-13-2018
48

დღე და ტრაგედია, რომელმაც გააერთიანა მთელი საქართველო. სტიქიას ვერეს ხეობაში 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 200ზე მეტი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. ათასზე მეტი დაზარალდა, საერთო ზარალმა კი 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
მაშინ ახალგაზრდები ქუჩების წმენდისა და დაზარალებულების სტიქიის ზონიდან გამოყვანისა თუ ძებნის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ; ხელისუფლება სტიქიასთან გასამკლავებლად რესურსების მობილიზებას ცდილობდა. ეს მართლაც იყო  უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა.

რა თქმა უნდა, გვერდით არც ბიზნესი იდგა. ბიზნესმენი რომან ფიფია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაზარალებულებს აუცილებელი და საჭირო დახმარება გაუწია. სწორედ მან რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

რომან ფიფიამ ის ტკივილიანი დღე კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, ეს მძიმე ტრაგედია „ერთმანეთის თანადგომამ“ დაგვაძლევინა: 
“სამი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს ! ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის. დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები , ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შევუძინოეთ საცხოვრებელი ფართი !“