ვაკეში მოსაშვილის ქუჩაზე ავტომანქანიდან ისროდნენ

19:52 06-12-2018
936

რამდენიმე წუთის წინ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანიდან გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ცეცხსასროლი იარაღიდან 9 გასროლა განხორციელდა. შსს-მ ტყვიის მასრები ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, . მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა