ოკუპირებულ გალის რაიონში სირიიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება

16:49 06-12-2018
216

ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, - ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia.ru ავრცელებს.

ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლებას. მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებთაც სურთ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში და ისინი არ მოითხოვენ რეპატრიანტთა ფონდის დახამრებას

როგორც ბესლან დბარმა აფხაზურ მედიას განუცხადა, „გალიც აფხაზეთის ნაწილია და არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება". 

შეგახსენებთ, რომ სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 29 მაისს აღიარა.