ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის გიორგი ინგოროყვას განცხადება

16:35 06-12-2018
277

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადების შემდეგ, ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ, განცხადება, კლინიკის გენერალუმა დირექტორმა, გიორგი ინგოროყვამ გაავრცელა:

"გუშინ, ჩვენს კლინიკაში, პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ, მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს, ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას, რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა, სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია. ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ექიმი, გათავისუფლებულია სამსახურიდან.

მივმართავთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი კომპენტენციის ფარგლებში, განიხილოს, აღნიშნული შემთხვევა" - ნათქვამია დირექტორის განცხადებაში.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე