ბორჯომის რაიონის სოფლებში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

12:53 06-12-2018
19

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. კომპანია ბორჯომის რაიონის ჩარხისწყლის დასახლებაში მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზს აშენებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება დასახლების ენერგომომარაგება. 

ბორჯომის რაიონის სოფლებში სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, იცვლება ამორტიზირებული ქსელის ინფრასტრუქტურა, იცვლება ბოძები, იჭიმება ახალი საჰაერო და საკაბელო ხაზები, რეაბილიტაცია უტარდება ტრანსფორმატორებსა და ქვესადგურებს, რითაც კლებულობს ავარიული განორთვების ალბათობა. ჩხარისწყლის დასახლებაში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზის მშენებლობა, ხელს შეუწყობს აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემაც. 

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.