მეგან მარკლმა "Trooping the Colour"-ის აღლუმზე ელისაბედ II-ის მიერ დადგენილი ეტიკეტი დაარღვია

18:56 06-11-2018
5191

ცნობილია, რომ დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მეგან მარკლს, 11 სახის აკრძალვა დაუწესა  - ახლა უკვე ჰერცოგინიას, სტატუსის შესაბამისი მანერები და ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეს.

მაგრამ, მეგან მარკლი, არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ეთიკის წესებს ითვალისწინებს! - არც დედოფალის ბრძანებებს და წესებს არ ექვემდებარება. გუშინ, დედოფალი ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავად,  ლონდონის ქუჩებში, საზეიმო აღლუმი, "Trooping the Colour"-ი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დღესასწაულის ცერემონია, ლონდონში, წელიწადში ორჯერ იმართება - ერთი, დედოფლის დაბადების დღეზე და მეორე, ივნისის დასაწყისში. 

სამეფო ოჯახს, მოგვიანებით, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შეუერთდნენ. მეგანი, ღია ვარდისფერ, "Carolina Herrera"-ს ბრენდის კაბაში და "Philip Treacy"-ის დიზაინის  "შლიაპით" პოზირებდა.  სწრედ, ეს გახდა, მეგანის მიმართ ატეხილი სკანდალის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ სამეფო ეტიკეტის წესების დარღვევა, მეგანის,  მოშვლებული მხრები გახდა - დღესასწაულის მთავარი ეტიკეტია, რომ ქალბატონებს გრძელმკლავიანი კაბა უნდა ეცვას -  შიშველი ხელი, არ უნდა უჩანდეს. 

გასაკვირია, რომ ეს ფაქტი, არ გაითვალისწინა დედოფლის ასისტენტმა, სამანტა კოენმა, რომელიც ამ ეტაპზე, მეგანს "სამეფო ტრენინგებს" უტარებს. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე