ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლაჭქ

საზოგადოება 1711706121

ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების უმშვენიერესი მეორე ნახევრები

ნახეთ, ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების უმშვენიერეს მეორე ნახევრები:გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილიწარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე".ბუდუ ზივზივაძე და ნინი კვერნაძეხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძეფეხბურთელის მეუღლე უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა.ზურიკო დავითაშვილი და მია გზირიშვილიფეხბურთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში.ლაშა დვალი და მაკა ბუაჩიძე ნახეთ, მათი ექსკლუზიური ინტერვიუ:EXCLUSIVE: გაიცანით ისტორიულ მატჩზე ზუსტად შესრულებული პენალტების ერთ-ერთი ავტორის, ლაშა დვალის უმშვენიერესი მეუღლე

წყვილი

რჩევები 1711706074

5 ნიშანი, რომ პარტნიორი აღარ მოგატყუებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მან წარსულში გააკეთა

100%-ით ვერაფერი მოგცემთ გარანტიას, მაგრამ ცრურწმენის გამო არ უნდა ჩამოართვათ ადამიანს კიდევ ერთი შანსი. წარსულის შეცდომები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა განწირულია.წარსულზე ღიად საუბრობსარავის აქვს უფლება, ყველაფერი იცოდეს პარტნიორის წარსულის შესახებ და არავინაა ვალდებული გაამჟღავნოს წინა ურთიერთობების ყველა დეტალი. მით უმეტეს, თუ ურთიერთობა ახლახან იწყება და არ გინდათ, რომ საფრთხეში ჩააგდოთ ძველი დრამების გახსენებით. სწორედ ამიტომ, როდესაც ვინმე ნებაყოფლობით საუბრობს წარსულის შეცდომებზე, ეს ნიშნავს, რომ ის მომავალში გახდება საიმედო პარტნიორი. რა თქმა უნდა, არცერთი სიტყვა არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ ღალატი აღარ განმეორდება. მაგრამ პირველ რიგში, ეს აჩვენებს, რომ ადამიანი აღიარებს თავის ცუდ საქციელს, რადგან მას სურს იყოს გულწრფელი თქვენთან და არა იმიტომ, რომ გრძნობს ზეწოლას. მეორეც, ეს არის შესაძლებლობა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა თავიდანვე არ არის აგებული სიცრუესა და საიდუმლოებაზე.მან იცის, რატომ მოიტყუაარცერთი ახსნა არ ამართლებს მოტყუებას. მაგრამ მას შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანის ინტროსპექტივის უნარსა და პასუხისმგებლობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები მავნე ქცევის ჯერ ამოცნობის და შემდეგ გამოსწორების. თუ თქვენი პარტნიორი ამბობს, რომ ვერაფერს აკონტროლებდა, ან არ იცის რატომ მოხდა ღალატი, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინც თავის შეცდომებზე ისწავლა, უნდა შეეძლოს თავისი ნაკლოვანებების აღიარება.ის გრძნობს, სკეპტიკურად ხართ განწყობილი თუ არათუ დაიწყებთ წარსულზე საუბარს და თქვენი პარტნიორი თავს იცავს, ან გაიძულებთ თავს დამნაშავედ გრძნობდეთ, რადგან დრო გჭირდებათ ყველაფერზე ფიქრისთვის, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ მას პასუხისმგებლობა არ აქვს. ჭეშმარიტი მონანიება მოითხოვს, რომ ადამიანმა აღიაროს თავისი არასწორი საქციელი, მაშინაც კი, თუ მან იცის, რომ პატიება არ არის გარანტირებული.იმის გასაგებად, თუ რამდენად ნანობს თქვენი პარტნიორი სინამდვილეში, მიაქციეთ ყურადღება, როგორ საუბრობს ის თავის ღალატზე. რა გესმით მის სიტყვებში: სინანული და მონანიება თუ, პირიქით, ტრაბახი და გულგრილობა? იზიარებს ის დეტალებს თუ მალავს მათ? სხვას აბრალებს და არა საკუთარ თავს? მან მხოლოდ ერთხელ მოიტყუახანდახან ღალატის გარემოებებს არ აქვს მნიშვნელობა — იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური. მაგრამ გარკვეული დეტალები, როგორიცაა იყო ეს ერთი შეცდომა თუ ეპიზოდების სერია, დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენად მდგრადია ქცევა. ის, ვინც ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ღალატობდა, უფრო მეტად გაიმეორებს ამას, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ერთხელ უღალატა. ერთჯერადი საქმეებისგან განსხვავებით, განმეორებითი ღალატი ჩვეულებრივ მიუთითებს პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია სხვებისგან მუდმივად მოწონების მიღების სურვილთან ან სერიოზული ვალდებულებების შიშთან. მათ გადასაჭრელად ხშირად საჭიროა ხანგრძლივი თერაპია.მან შეიმუშავა კონკრეტული ქმედებები შეცდომების გამოსასწორებლადისეთი გამოთქმები, როგორიცაა "აღარასდროს მოგატყუებ", ან ღალატის მოხსენიება, როგორც თქვენი „ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული“, შეიძლება დამამშვიდებელი იყოს. მაგრამ ხმამაღალი განცხადებები არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი მართლა შეცვლის თავის ქცევას. მაგალითად, თუ პარტნიორმა ფსიქოლოგს მიმართა, ეს კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ მან უკვე გააკეთა რაღაც, ან ჯერ კიდევ აკეთებს რაღაცას თავისი ქცევის გამოსასწორებლად. მან შეიძლება ბოდიში მოუხადოს ყოფილს, წაიკითხოს წიგნები იმის გასაგებად, თუ რატომ მოიტყუა და სხვა - ეს ყველაფერი სიტუაციის სერიოზულად მიღების ნიშნებია. რა თქმა უნდა, არც ერთი ხუთი ნიშანი არ მოგცემთ გარანტიას, რომ არ მოხვდებით მომხიბვლელი მატყუარას მახეში, რომელიც გულს გატკენთ. მაგრამ რაც არ უნდა იმედგაცრუებული იყოთ წარსულის ღალატით, თქვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ არ არის განწირული, მით უმეტეს, თუ პარტნიორმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ ის გულწრფელად ცდილობს გახდეს უკეთესი.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711705977

მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია - კახა კალაძე გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას  „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან  დაკავშირებით, როდესაც მას ჟურნალისტმა ამის თაობაზე კითხვა დაუსვა.„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ  „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო,არ ვიცი  მაგ განცხადებაზე  რა კომენტარი უნდა გავაკეთო.პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და  არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს  გუნდის შიგნით მიმდინარე მსჯელობებზე საჯაროდ  საუბარს.„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცეებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცეები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711705900

ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე - კახა კალაძე

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში.მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.„ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში.  როდესაც გაქვს ამბიცია იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი. ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქი 1711705419

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს.სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, საკუთარ მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.„დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება შესაბამისი  ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ გადატანა გვინდოდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გამო, მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩავატარეთ კვლევებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული ბულვარი მოვაწესრიგოთ, მომავალ წელს კი განახლდება გზის მეორე მხარეს არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. კრწანისის მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც სავარჯიშოდ, დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.სარეაბილიტაციო  ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება შესაბამისი საპარკო ავეჯი.  ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი.დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.