(EXCLUSIVE) ეკა კახიანი: "მიხარია, რომ მოასწრო მადლობის გადახდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან უყვარდა"

15:34 06-11-2018
707

მიხარია, რომ მოასწრო მადლობის გადახდა იმ ადამიანებისთვის ვინც ძალიან უყვარდა - ამის შესახებ მომღერალმა ეკა კახიანმა პრაიმტაიმს გიო ხუციშვილის გახსნებისას განუცხადა. მისი თმით,ვარსკვლავის გახსნაზე გიო ხუციშვილი დიდი სიყვარულით დაემშვიდობა თბილისს და ადამიანებს, რომლებიც ძალიან უყვარდა.

გიოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ბავშვობიდან ვმეგობრობთ, იყო არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ბავშვი.  5 წლის ასაკიდან მღეროდა და უნიკალური ხმა ჰქონდა, გამოირჩეოდა სასწაული და ლამაზი ხმის ტემბრით. შეიძლება კარგი ხმა გქონდეს, მაგრამ არ მღეროდე სწორად და გემოვნებით. ძალიან დიდი სამეგობრო წრე გვქონდა და ბევრი რამის კარგის გახსენება შეგვიძლია გიოზე. ძალიან დიდი ბედნიერება იყო მასთან ერთად ყოფნა სუფრაზე, რადგან ჰქონდა არაჩვეულბრივი იუმორის გრძნობა. ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო როგორც დიდისთვის, ისე პატარებისთვის. ვფიქრობ, დღეს, მთელი საქართველო ძალიან განიცდის ამ ამბავს. გიო ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის, სანამ ჩვენ ვიქნებით. მიხარია, რომ მოასწრო მადლობის გადახდა იმ ადამიანებისთვის ვინც ძალიან უყვარდა - განაცხადა ეკა კახიანმა. 

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი. 29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ.