მაია კაჭკაჭიშვილი გიო ხუციშვილს: "გიო ყოველთვის მემახსოვრები მადლობა ყველაფრისთვის... მშვიდობით" (ვიდეორგოლი)

13:02 06-11-2018
2319

მომღარალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, გიო ხუციშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტი და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა:

"აქ მთხოვა, დეკემბერი სხვანაირად დამიკარიო, უფრო ემოციურადო და ასეთი მოეწონა და რაღაც განსაკუთრებულად იმღერა ..... გიო ყოველთვის მემახსოვრები, მადლობა ყველაფრისთვის... მშვიდობით" - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დილით, მომღერალი გიო ხუციშვილი, 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

იხ. ვიდეორგოლი:



ავტორი: რუსა ღვანიძე