ურთაში მგლებმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

16:13 06-09-2018
208

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგელმა მსვილფეხა საქონელი გაგლიჯა. ადგილობრივების თქმით, მგლებს მთებში საკვები არ აქვთ, ამიტომაც ჩამოდიან სოფელში და მათი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს ანადგურებენ. მგლების მიერ მიყენებული ზარალი უკვე მასიურ სახეს იღებს.

"მგელმა საქონელი დამიგლიჯა, ეს იყო ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო. ორი საქონელი მყავს ძროხა და დეკეული, თქვენც ხედავთ დეკეული დაგლეჯილია. რა უნდა ვქნათ ეს არის სტადიონის ტერიტორია, ბავშვები ხშირად თამაშობენ, მათ, რომ რამე დაემართოს ვინ იქნება პასუხისმგებელი. არ გვაქვს ლიცენია მგლების მოსაკლავად და უკვე რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ მგლების დახოცვის უფლება მოგვცენ, თორემ სულ გაანადგურა სოფელში ყველაფერი, ასე როგორ შეიძლება, მოგვაქციონ ყურადღება", - განაცხადა ალიოშა გეგეჭკორმა.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს მგლების მოსაკლავად ლიცენზიას სთხოვენ. 

როგორც სოფელ ურთის მაჟორიტარი, ტარიელ გაბულდანი განმარტავს, ამ ეტაპზე ლიცენზია ამოწურულია, თუმცა რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამსახურიდან ახლა ლიცენზიებს ელოდებიან.

"ლიცენზიები იყო გაცემული, მაგრამ ამ ეტაპისთვის ამოწურულია. ორშაბათს ან, სამშაბათს მონადირეებს ახალი ლიცენზია მიეცემათ და შეეძლებათ ლიცენზიით გათვალისწინებული რაოდენობის მგლების მოკვლა", - განმარტა მაჟორიტარმა.

ავტორი: მზეკო ჟვანია