ავარია გომბორის უღელტეხილზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

13:49 06-09-2018
3184

გომბორის გზაზე მიკროავტობუსის გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე კი დაშავდა.

მიკროავტობუსში თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, რომლებიც თელავში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. "პრაიმტაიმს" 175-ე სკოლაში დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი მე-6 კლასელი გოგონაა. 

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში სანდრო ტუღუში ავრცელებს. 

ავტორი: თეონა აბესაძე