ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნიჭიერი

ტაბლოიდი 1713953307

VIDEO: „ნიჭიერის“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

„რუსთავი 2“ ახალი აღმოჩენებისთვის ახალ სეზონს იწყებს - ლეგენდარული მეგა შოუ „ნიჭიერი“ ბრუნდება. მისი წამყვანები ნუკი კოშკელიშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი იქნებიან. რაც შეეხება ჟიურის, მათი ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ესენი არიან: მარიამ სანოგო, დათო ფორჩხიძე, თაკო ფხაკაძე, გიგი დედალამაზიშვილი და თიკა ფაცაცია.ვრცლად ↓

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713953202

„წარმატებას ვუსურვებ გიორგის, ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“ – ნიკოლოზ წულუკიძე

თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ რუბრიკის, „პერსონას“ გასული ეპიზოდის მთავარი გმირი იყო.ნიკოლოზ წულუკიძის საავტორო რუბრიკაში გიორგი ყიფშიძემ ვრცლად ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე.რუბრიკის დასასრულს, ტელემაყურებელს ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება:„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხვორების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ [ცხოვრება].ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ინსულინის ნემსები

მსოფლიო 1713952125

მედდამ ინსულინის გადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა (უცხოეთი)

პენსილვანიაში ყოფილ ექთანს დაახლოებით 19 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. დადასტურებულად, მედდამ ინსულინის ფგადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა.41 წლის ჰეზერ პრესდი 2023 წლის მაისში დააკავეს. მოგვიანებით სახელმწიფო გამომძიებლებმა პრესდის ბრალი წაუყენა 2020-დან 2023 წლამდე 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 19 სხვა პაციენტის მოკვლის მცდელობის ფაქტზე.პრესდის სავარაუდო მსხვერპლთა ორმა ოჯახმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში.ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, პრესდიმ მოკლა 78 წლის ირინე საიმონსი, როდესაც მას მისი ქალიშვილი, ელიზაბეთი სტუმრობდა კლინიკაში.სარჩელში ნათქვამია, რომ როდესაც ელიზაბეტმა პალატა მცირე დროით დატოვა, პრესდიმ პაციენტს „60 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი“ გაუკეთა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა. ოთახში დაბრუნებულ ელიზაბეთს კი დედა გარდაცვლილი დახვდა.„თავად ჰეზერ პრესდი არ გასულა ოთახიდან, არამედ დარჩა პალატაში და ამ ყველაფერს უყურებდა“, - ნათქვამია სარჩელში.საბოლოოდ, პრესდიმ აღიარა, რომ მთლიანობაში 120 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი გაუკეთა სიმონს, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი არ ჰქონდა. სიმონსი იყო მესამე პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა პრესდის მეთვალყურეობის ქვეშ. მან ასევე აღიარა, რომ ცდილობდა მინიმუმ 19 სხვა პაციენტის მოკვლას.„პრესდეს ბრალად ედება ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება იმ პაციენტებზე, რომელთაგან ზოგი დიაბეტით იყო დაავადებული და სჭირდებოდა ინსულინი, ზოგი კი არა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713952111

ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, ვიქნებით ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც არ გაანადგურებს ქართულ იდენტობას და საქართველოს - მამუკა მდინარაძე

საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სურს, ევროპელ პარტნიორებთან ღირსეული მეგობრობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ქვეყანა პარტნიორებს ყველა სხვა საქმეში მხარს დაუჭერს, თუმცა ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად არ მიიღებს."ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს მაგალითად იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით - დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713951723

ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე, განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს.ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს კიდევ ერთ გზავნილს იმისა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით საქართველო სცილდება ევროპას, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.