გომბორის გზაზე ექსკურსიის მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

12:25 06-09-2018
3800

გომბორის გზაზე ექსკურსიაზე მყოფი მიკროავტობუსის გზიდან გადავარდა.როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და 3 ქალბატონი.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინაროებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.