როგორ აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე - " ვბერდები და მომწონს - რაც ნიშნავს რომ ცოცხალი ვარ და ვიზრდები"

14:35 06-08-2018
1228

ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, რომელსაც 4 ივნისს, 43 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე, ბრიტანეთში, ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ პარკში, შვილებთან ერთად აღნიშნა. 

ჯოლი, ამ ეტაპზე, დიდ ბრიტანეთში, ფილმის "მალიფისენტას" გადაღებაზე მუშაობს. 

მსახიობმა, დღესასწაული, ლონდონის ტორპ-პარკში, 6 შვილთან ერთად აღნიშნა,  სადაც სიამოვნებით ერთობოდა. როცა ბავშვებთან ერთად, ყველაზე ექსტრემალურ ატრაქციონზე - "ამერიკული მთები", იმყოფებოდა, ერთ-ერთ მომენტში, პარკის ტაბლოზე, მსახიობის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც ერთ წუთში გაქრა. სამაგიეროდ, ფოტო, სასწრაფოდ ატვირთეს სოციალურ ქსელებში.

ცნობილია, რომ ჯოლის ოჯახი, გასართობი პარკების ხშირი სტუმარია - 27 მაისს, შაილოს 12 წლის იუბილეც, "Legoland Windsor"-ის გასართობ პარკში აღნიშნა.

რამდენიმე ხნის წინ, ანჯელინამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას, ასაკის მატების, არ ეშინია:  

"როცა სარკეში, ჩემს თავს ვუყურებ, ვხვდები, რომ დედაჩემს ვემსგავსები. რაც ძალიან მსიამოვნებს და მომწონს. ამავე დროს, ვხვდები, რომ ვბერდები და ესეც მომწონს, რაც ნიშნავს რომ ცოცხალი ვარ - მე ვცოცხლობ და ვიზრდები" - ამბობს მსახიობი. 

შეგახსენებთ, რომ ჯოლის დედა, მარშელინ ბერტრატი, 2007 წელს, მკერდის ავთვისებიანი სიმსიმნის დიაგნოზით, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ბოლო დროს, მამასთან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ეკონტაქტებოდა,  ურთიერთობა აღადგინა.

ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან კი, რომელთანაც სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, ჯერ ისევ, ოფიციალურ ქორწინებაშია.

იხ. ფოტოები:   

   

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე