თბილისში პატრულის მანქანა ბავშვს დაეჯახა

19:21 06-07-2018
1269

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივნისს თბილისში პატრულის მანქანა ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა და მოზარდს საპატრულო ავტომობილი დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გზის სავალ ნაწილზე მოხდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლია, რომელმაც  გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.