იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

15:08 06-07-2018
27

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს  ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,  რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონის  სოფლების  რწმუნებულები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის შედეგებსა და დაგეგმილღონისძიებებზე ისაუბრეს და სოფლების რწმუნებულებისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრას იმერეთში  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  პირველ  ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და  ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.  

საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.