თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ედავება

11:18 06-07-2018
110
თეგები: ანა დოლიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ედავება.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ ასაჩივრებს.

დოლიძის ინტერესებს საია იცავს.

საბჭომ რამდენიმე თვის წინ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე ​გასაუბრება ჩაატარა, რომლის დროსაც 14-მა მოსამართლემ ანა დოლიძის აცილების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს არამოსამართლე წევრის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა და დავა სასამართლოში გადაწყვიტა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭო კი მიიჩნევს, რომ აცილების გადაწყვეტილება კანონის მიხედვით მიიღეს.

ავტორი: