ვინ გადასცა წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული ნინი შერმადინს - exclusive

14:50 06-04-2018
1800

2 ივნისს სამოდელო სააგენტო „კატრინი“- ს ხელმძღვანელობით თბილისი მარიოტში კონკურსი  Top Teen & Child Model of Georgia გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც ჟურნალისტებით, მომღერლებით, დიზაინერებით და სამოდელო ბიზნესის წარმოადგენლებით იყო დაკომპლექტებული, საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან: გიორგი ხინგავა, ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, მარიამ ციცაგი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, მარიამ სიხარულიძე, მარიამ ოდოსაშვილი და ანა ქარდავა. ხოლო დანარჩენები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო სამოდელო კონკურსზე Top Teen & Child Model of the Planet -2018, რომელოც 16-22 სექტემბერს საქართველოში გაიმართება. საღამო ნინი შერმადინმა გახსნა, რომელსაც სიმღერის შესრულების შემდეგ კვლავ სთხოვეს სცენაზე ასვლა. ნინის საღამოს წამყვანმა და ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა უთხრა, რომ ამჯერად სიურპრიზი ჰქონდა მისთვის. სცენაზე ასულ მომღერალს შუახნის ჭაღარა მამაკაცი გამოეცხადა დიდი, წითელი ვარდების თაიგულით ხელში და საზეიმო ვითარებაში გადასცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, მურმან გამისონია გახლდათ და უბრალოდ კეთილგანწყობა დაფიქსირა საყვარელი მომღერლის მიმართ.

საღამოს ეკა მგალობლიშვილთან ერთად რადიო ფურტუნას ჟურნალისტი, გიგა ბატკუაშვილი უძღვებოდა. ეკას დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედის პატიზული მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი კაბა ამშვენებდა. „კატრინის“ უფროსმა თაობამ, პროფესიონალმა მოდელებმა პოდიუმზე დიზაინერ ნანა სტრფლინის ჩვენება გამართეს. საღამოს დასასრულ კონკურსის 23 - ვე მონაწილეს სიმბოლური სჩუქრები, დიპლომები, გვირგვინები და ფულადი ვაუჩერები გადაეცა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი