ჰეზერ ნაუერი: სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება დიდად არ გაგვკვირვებია

11:15 05-30-2018
84

სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება დიდად არ გაგვკვირვებია, რადგან ბაშარ ალ ასადი რუსეთის რეჟიმის მიერ იმართება“, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ჰეზერ ნაუერმა 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ - აცხადებს ჰეზერ ნაუერტი

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების" შესახებ განცხადება გაავრცელა.

"სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე”- ნათქვამია განცხადებაში.