დიმიტრი მედოევი: "სამხრეთ ოსეთი დამასკოში საელჩოს გახსნის საკითხს განიხილავს"

15:59 05-29-2018
43

სამხრეთ ოსეთი დამასკოში საელჩოს გახსნის საკითხს განიხილავს - ამის შესახებ 
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა სააგენტო "Sputnik სამხრეთ ოსეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"მოსამზადებელი პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. სხვადასხვა კონტინენტზე ახალი მეგობრების მოძიება მუდმივად მიმდინარეობს. იტალიასთან ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომ ქალაქ ცხინვალსა და ქალაქ გრადარეს შორის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში მოხდეს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები. ეს ძალიან კარგი ვიზიტია" - განაცხადა მედოევმა. 

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების" შესახებ განცხადება გაავრცელა.

"სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე”- ნათქვამია განცხადებაში.