რუსები ბრიტანელ გეებს მოკვლით ემუქრებიან, თუ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავლენ

20:15 05-28-2018
162

 

ბრიტანელმა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლას აპირებენ, რუსი გულშემატკივრებისგან მუქარის წერილები მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 

"ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ ადამიანები დაგვჭრიან, თუ ჩვენ რუსეთში ჩავალთ...", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო უაიტმა. 

გავრცელებული ინფორმაციით საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

ავტორი: თათია ცუკოშვილი