რუსეთის ფედერაციიდან გამოპარული სელაპი, ფოთთან იპოვეს

12:12 05-28-2018
160
თეგები: სელაპი

ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან სელაპი გამოიპარა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს, მეთევზეებმა და მყვინთავებმა სელაპი ფოთში იპოვეს.

"სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სელაპი საქართველოში 1936 წელს დააფიქსირეს" – წერს არჩილ გუჩმანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: ნინო რაზმაძე