დღეს ქართული ფოტოგრაფიის დღეა

18:52 05-25-2018
19

დღეს ქართული ფოტოგრაფიის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, გამოფენა-აქცია გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უცნობი ფოტოები საოჯახო და პირადი კოლექციებიდან. ასევე გაიმართება დისკუსია თემაზე: ფოტოგრაფია, როგორც პირობითიპირადი პრეფერენციებით განსაზღვრული ღირებულება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ფოტოგრაფები, მკვლევრები, არტკურატორები, გალერისტები, ფოტოკონკურსებისა და ფოტოფესტივალების ორგანიზატორები, ფოტოსააგენტოების ხელმძღვანელები, სახელოვნებო მიმართულების მქონე ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების, სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები, ჟურნალების რედაქტორები და ედიტორები, ჟურნალისტები, სტუდენტები.

ქართული ფოტოგრაფიის დღე, საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით, 2018 წლის 25 მაისს დაფუძნდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.