ყველაფერს მე მაინც ცოცხალი ძმა მერჩივნა - ომში დაღუპული ალექსანდრე ონიანის და

21:25 05-24-2018
62

"ყველაფერს მაინც ცოცხალი ძმა მერჩივნა" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ალექსანდრე ონიანის დამ ელენე ონიანმა განაცხადა. ელენე ონიანის თქმით, ის მაშინ დაუკავშირდა ბოლოს ძმას, როდესაც შინდისში რუსულმა ჯარმა ქართველი მებრძოლები ალყაში მოაქცია. 

"აგვისტოს ომში ჩემი ორი ძმა, სოზარ ონიანი და ალეკო ონიანი იბრძოდნენ. 11 აგვისტოს, როდესაც უკვე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადეს და ჩვენი ჯარი უკან ბრუნდებოდა, ჩემი ძმა შინდისის მისადგომებთან იმყოფებოდა, როდესაც ვესაუბრებოდი ტელეფონით. იმ მომენტში მოექცნენ ალყაში შინდისში მყოფი ბიჭები. საუბრის დროს მესმოდა ხმა "ბიჭებო თავს უშველეთ,ალყაში ვართ" და გაითიშა ტელეფონიც. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გმირი ძმა მყავს მაგრამ მე მაინც ყველაფერს ცოცხალი ძმა მერჩივნა....". - განაცხადა ელენე ონიანმა



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი