2008 წლის ომში ორი შვილი,სახლ-კარი,ყველაფერი დავკარგე - ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა

20:35 05-24-2018
274

"2008 წლის ომში ორი შვილი,სახლ-კარი,ყველაფერი დავკარგე" - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების, მამამ მურაზ რომელაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" გაანცხადა. მურაზ რომელაშვილის თქმით, ომიდან 10 წლის გასვლის მიხუედავად, შვილების დაღუპვა სიცოცხლის ბოლომდე მძიმე ტკივილი იქნება. 

"ჩემთვის ყოველთვის მძიმეა 2008 წლის მოვლენების გახსენება. თითქმის უკვე 10 წელი გავიდა, მაგამ მამისათვის შვილების დაკარგვა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მაინც სიცოცხლის ბოლომდე მძიმე იქნება". - განაცხადა მურაზ რომელაშვილმა

მურაზ რომელაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოსგან ქართული მხარის გამარჯვებას ელოდება. მისი თქმით, მის შვილებს სისხლი ტყუილად არ დაუღვრიათ.

"საქართველომ მინდა გაიმარჯვოს, ჩემმა შვილებმა სისხლი ტყუილად არ დაღვარეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოველი, მეთვითონაც ომის ვეტერანი ვარ, მთელი ჯანმრთელობა დავკარგე 1991-1993 წლებში. დავკარგე შვილები, სახლ-კარი, სულ ყველაფერი. აღარაფერი არ დამრჩენია. რას უნდა მოველოდე რუსებისგან?! როგორ უნდა შევიყვარო ეგ ერი? მთავრობებზე მაქვს ლაპარაკი 27 წელია ცხინვალიდან გამოსულივარ, როგორ უნდა შევეგუო ამ ყველაფერს?". - განაცხადა მურაზ რომელაშვილმა 



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი