(exclusive) კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ლექსი „ზღვისფერი გაქვს თვალები“ კონსტანტინე კარანაძის დიდ ბებიას ეძღვნება

13:07 05-24-2018
2260

„მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტის, კონსტანტინე კარანაძის დიდ ბებიას, ცნობილმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი დაუწერა. ამის შესახებ კონსტანტინეს დედამ, მაია უკლებამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ განაცხადა. მისი თქმით, ცნობილ მწერალს დიდი ბებიისთვის ხელიც უთხოვია, თუმცა უარი მიიღო. „ძალიან წუნია და ამპარტავანი ქალბატონი იყო...“, - აღნიშნა კონსტანტინე კარანაძის დედამ

„ზღვისფერი გაქვს თვალები...“

ზღვისფერი გაქვს თვალები და

თავად გავხარ ზღვას,

თუ არ შეგებრალები და,

მისთხოვდები სხვას,

მივატოვებ გაზაფხულზე

თესვასა და ხვნას,

გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა

და მტკვარს,

ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,

შენ სიყვარულს ქარს,

და მოგიკლავ, მოღალატევ,

მაგ ნაფერებ ქმარს

ზღვისფერი გაქვს თვალები

და თავად ჰგავხარ ზღვას

ეს ცნობილი ლექსი კონსტანტინე კარანაძის დიდი ბებიას ეკუთვნის...



ავტორი: სესე კოპალეიშვილი