"ვიღაც გიორგი გაბუნია ჩვენს სარწმუნოებაზე არ უნდა ქილიკობდეს" - ლაშა ტალახაძე

12:15 05-23-2018
8724

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და აბსოლუტური რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გააკრიტიკა.

„ძალიან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.როცა ქრისტიანობას ,სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს“. - ნათქვამია ლაშა ტალახაძის ფეისბუკ წერილში

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "არჩევანი"-ს თემის "ცენზური გარეშე" წინასიტყვაობა წამყვანამ გიორგი გაბუნიამ, მხარტვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. "თვითმკვლელი მარიამის" შეფასებით დაიწყო, რომელიც სტუდიაში იყო მოტანილი და განაცხადა: სათამაშო პისტოლეტია, თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება, იესოსაც გააჩენს.