უხერხული ხუმრობა პირდაპირ ეთერში - რატომ დაესხა თავბრუ ნანუკა ჟორჟოლიანს - (ვიდეო)

13:12 05-22-2018
13427

„მხოლოდ ქართულის“ 2000 წლის ჰიტების ტურზე გიორგი გაბუნია პაროდისტადაც წარმოგვიდგა. ამ ტურიდან გავიხსენეთ როგორ მღეროდა წლების წინ „რუსთავი 2“-ის ყველაზე სკანდალური წამყვანი. „მე არა მხოლოდ ვმღერი ქართულად, ამ პროექტის შემდეგ ქართული სიმღერების ჩეემებურ ვერსიებსაც კი ვქმნიო, აღნიშნა გიორგიმ პირდაპირ ეთერში. როცა სთხოვეს სიმღერების ვერსიები გაესაჯაროვებინა, სოფო ნიჟარაძეს მიმართა, შენ ყველაზე კარგად გამიგებო და მაგალითისთვის ერთ-ერთი წაიღიღინა. „მე ვარ ერთი ციდა, მე სიცილი მინდა...“ - და აქ საქართველოს ექსპრეზიდენტის ხმით გაიცინა. ეს ხუმრობა უხერხული აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძისთვის. მორიდებით იცონოდნენ ჟიურის დარარჩენი წევრები. როგორც ჩანს, გაბუნია მალევე მიხვდა რომ მეგობარს აწყენინა, ხელი მოხვია, ჩაიხუტა და ლოყაზე აკოცა. გამოისყიდა თუ არა ერთი კოცნით დანაშაული, არავინ იცის. ფაქტი ერთია, რეკლამის შემდეგ ჟიურის ყველა წევრი ადგილზე იჯდა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა შოუ. 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი