საბავშო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

16:03 05-21-2018
112

საბავშვო ევროვიზია 2018-ზე საქართველოს მომღერალი თამარ ედილაშვილი წარადგენს.

თამარი ფართო საზოგადოებამ „იქს ფაქტორიდან“ გაიცნო, სადაც მან თავისი ნიჭიერებით და მუსიკალური შესაძლებლობებით მსმენელს თავი შეაყვარა.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მუსიკალურმა პროექტმა „რანინამ“ გამოავლინა, სულ 10 უნიჭიერესი კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ 12 შოუსა და 12 ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწიათ, რჩეული კი თამარი გახდა.

კონკურსანტების უმრავლესობას აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა შოუში, მათ შორის „ნიჭერსა“ და „იქს ფაქტორში“.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი