პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ქორწინება კოცნით დააგვირგვინეს - ფოტოები

17:49 05-19-2018
237

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონიალი დასრულდა. ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ მათ დამსწრე საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ერთმანეთს აკოცეს. 

პატარძალს ფრანგული მოდის სახლის, ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია. თავზე კი დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტის დიადემა უკეთია.

ავტორი: თეონა აბესაძე