მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

20:31 05-17-2018
74

 

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

ახალგაზრდა აქციაზე მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაშავებული გამომსვლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.