ISIS-ის მიმდევრები მესისა და რონალდუს თავის მოკვეთით იმუქრებიან

19:28 05-17-2018
268

 ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიმდევრები რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს თავდასხმების მოწყობით იმუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ, Daily Mail-ი ავრცელებს.

ტერორისტებთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებენ წარწერით: „2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში - გამარჯვება ჩვენი იქნება“.

ფეხბურთელებს: ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს კი თავის მოკვეთით ემუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.

ავტორი: თათია ცუკოშვილი