მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

18:42 05-17-2018
98

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

სამართალდამცველებს მეტროსადგურ „თავისუფლების“ გვერდით მდებარე ასასვლელთან, ასევე, ლეონიძის ქუჩაზე ინგოროყვას ქუჩის კვეთასთან გზა გადაკეტილი აქვთ. ქუჩების ნაწილი სპეციალური ჯებირებითაა ჩაკეტილი.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი გიგა ნიკოლეიშვილი, მობილიზებულია პოლიცია.