მერვეკლასელმა გოგომ, მეცხრეკლასელ ბიჭს, საკანცელარიო ნივთით სხეულზე დაზიანება მიაყენა

18:37 05-17-2018
726

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მერვეკლასელმა გოგომ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე