ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს ჩაატარებს, დღეს მართლმადიდებლების ზეიმია - მამა ელიზბარი

18:13 05-17-2018
94

 

აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმ ერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ,- ამის შესახებ  დეკანოზმა ელიზბარმა განაცხადა, რომელიც ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ იმყოფება.

 

„ეს ქუჩა 12 საათამდე ეკუთვნის ეკლესიას, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს. ნუ იჭერთ ნურავის. პარლამენტთან ვინც მოვა, ისინი დაიჭირეთ... ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ...ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანებს, პროვოკაციაში ჩაერთონ, ესენი უნდა დაისაჯონ. აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმ ერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის,“- განაცხადა მამა ელიზბარმა.