იმიგრანტების ნაწილი, ადამიანები კი არა, ცხოველები არიან - დონალდ ტრამპი

16:38 05-17-2018
523

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი, რომლებიც არალეგალი კრიმინალები არიან, ადამიანები კი არა, ცხოველები ეწოდებათ. 

„ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, ან ცდილობენ ჩამოსვლას, ასეთს ბევრს ვაჩერებთ და ვაძევებთ ქვეყნიდან. ვერ დაიჯერებთ, როგორი ცუდი ადამიანები არიან. ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან" – განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა მოქმედი საიმიგრაციო კანონი გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ სისტემას შეცვლის.

ავტორი: ნინო რაზმაძე