გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

15:45 05-17-2018
296

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ კორკოტაშვილის დაკავება არ მომხდარა და ის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით არის გადაყვანული. საქმის სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ გია კორკოტაშვილი დაკავებულია.