ჯერ სამებაში მივალთ, ვილოცებთ და თუ ლგბტ აქცია გადაიდო, ჩვენც გადავდებთ - სანდრო ბრეგაძე

21:38 05-16-2018
290

,,ქართული მარშის’’ წევრმა სანდრო ბრეგაძემ ლგბტ აქტივისტებს შესთავაზა, თუ ისინი  აქციას არ ჩაატარებენ, მაშინ  ,,ქართული მარშიც’’ უარს იტყვის კონტრაქციის ჩატარებაზე.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავაკეთო შეთავაზება, რომ თუკი ლგბტ წარმომადგენლები გადაიფიქრებენ აქციის ჩატარებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენც მზად ვართ, არ ჩავატაროთ აქცია და მივცეთ საპატრიარქოს საშუალება, ჩაატაროს მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

თუ მეორე მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ ადარდებთ ლგბტ თემის მდგომარეობა საქართველოში და აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ქართული მარში“ დილით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ჩანიშნულ მსვლელობასაც შეუერთდება, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამღვდელოება ჩაატარებს.