პოლიციის მხრიდან, აქციის მონაწილეების დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი - ნათია მეზვრიშვილი

18:50 05-16-2018
66

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალ, აქციების დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იქნება. ამ საკითხზე ორგანიზატორებთან უკვე ისაუბრეს.

„იქ, სადაც გაიმართება ღონისძიება, აქციის მონაწილეების სადაც შეიკრიბებიან და ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, მაქსიმალურად, პოლიციის მხრიდან, მათი დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რამდენიმე საპროტესტო აქციის ჩატარება იგეგმება, მათ შორის, მსვლელობა მოეწყობა საპატრიარქოს მხრიდანაც.

ავტორი: ნინო რაზმაძე