რომელ სფეროში გექნებათ, ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი

18:27 05-16-2018
324
თეგები: ხელფასი

ევროკავშირის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ კვლევები ჩაატარა, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომელ სფეროებშია ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასები. მონიტორინგის შედეგებზე allnews-ი წერს. 

კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი - 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი კი 700 ლარის ოდენობით, მშენებლობაზეა.

ამასთან, კომპანიები/ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს უთითებენ.

კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში, მაქსიმალური ხელფასი 7047 ლარია. კერძოდ, ყველაზე დაბალი მაქსიმალური ხელფასი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორშია, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი - 12229 ლარი მედიცინაშია.

ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს.

ავტორი: ნინო რაზმაძე