სად ნახავთ „სუხიშვილებისა“ და „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტს უფასოდ - თბილისში „კულტურული ღამის ტურები“ 12 კვირის განმავლობაში გაიმართება.

17:32 05-16-2018
1331

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, საღამოს 20:00 საათზე, თბილისში, ძველი თბილისის მიმდებარედ არსებულ რიყის პარკში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ქართული ცეკვის კონცერტები „Cultural Night Tours In Georgia” გაიმართება.

საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა, ის უძველესი ქვეყანაა მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით. ქართული ცეკვა და სიმღერა ის უდიდესი სიმდიდრეა რაც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან.  ეს ის უდიდესი სიმდიდრეა რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა და დღეს რითიც საქართველოს მთელი მსოფლიო იცნობს.

  სწორედ ამიტომ საქართველოში, კერძოდ თბილისში მყოფ ყველა ტურისტს მიეცემა საშუალება გაეცნონ საქართველოს კულტურას.

  კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“.

  ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Chek In Georgia-ს დაფინანსებით დაიგეგმა.

კონცერტებზე დასწრება უფასოა.

ვლადიმერ წიტაიშვილი (პროექტის ორგანიზატორი და შპს „ბიზნეს გოლის“ დირექტორი):

- მოგეხსენებათ, ბოლო რამოდენიმე წელია საქართველოში ტურისტების  რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, გამომდიანარე იქიდან, რომ მაქვს უშუალოდ შეხება უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებთან, მუდმივად იყო შემდეგი სახის კითხვები, თუ სად შეეძლოთ ქართული კულტურის უფრო ახლოს გაცნობა. გაჩნდა იდეა რომ გაგვეკეთებინა მსგავსი პროექტი რომელიც საშუალებას მისცემდა თბილისში ჩამოსულ ყველა სტუმარს ჰქონოდა შესაძლებლობა უფასოდ გაცნობოდა ქართულ, ტრადიციულ ცეკვას და სიმღერას.

ვინაიდან  საკითხი ეხებოდა ტურიზმის განვითარებას და ჩვენი ქართული კულტურის ცნობადობის ამაღლებას, რითიც ჩვენ საუკუნეებია ვამაყობთ, გადავწყვიტეთ მიგვემართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის. ჩვენდა სასიხარულოდ ადმინისტრაცია დაინტერესდა აღნიშნული პროექტით და Сheck is georgia-ს ფარგლებში მოახდინეს პროექტის დაფინანსება, რისთვისაც ძალინ დიდ მადლობას ვუხდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდს. 

რაც შეეხება პროექტს, ეს არის უპრეცენდენტო საჩუქარი როგორც ტურისტებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქამდე არასდროს არ ყოფილა მსგავსი სახის ღონისძიებები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ გეძლევა საშუალება დაესწრო ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“-ს და „თეატრალურის კვარტეტის“ ერთობლივ შოუს. ასევე ყოველ შაბათს, 14:00 საათიდან, მთელი დღის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ქართული ჭაჭა, ქართული ყველი და ქართული ნუგბარი. მოკლედ ისღა დამრჩენია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ წინ ცხელი და საინტერესო ზაფხული გველის.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი