ახალი მატება თბილისის სახელოვნებო სივრცეში - Table Talk Foundation და პირველი ამბიციური გამოფენა Showcases

15:48 05-16-2018
158

Table Talk Foundation  საქართველო წარმოგიდგენთ პროექტ Showcases.

კურატორი ელენა კამენსკაია. გახსნა Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში

18:00 19 მაისი. ღვინის უბანი. მელიქიშვილის და პეტრიაშვილის კუთხე.

Showcases  Table Talk Foundation-ის  ამბიციური სადებიუტო პროექტია, რომელიც

ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე წარმოგიდგენთ გრაფიკას და ფერწერას,

პერფორმანსს და ინსტალიაციას, დოკუმენტურ კინოს და ციფრულ ხელოვნებას.

საერთაშორისო გუნდის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ქართული, რუსული,

ფრანგული და ებრაული თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს, თბილისის

ცენტრში, ერთდროს მიტოვებული ქარხნისა და ღვინის საცავების ტერიტორიაზე

იქმნება კრეატიული ექსპერიმენტაციისათვის განკუთვნილი ახალი, დინამიური

სივრცე.

ადგილის გენიაქარხნის სარდაფებში კეთილშობილური პატინით დაფარულ

ჭურჭელში შენახული ძველი ღვინო უკვე საუკუნეზე მეტია ინახავს მეოცე

საუკუნის დასაწყისის თბილისის სულსა და ატმოსფეროს, როდესაც მის

დაუჯერებელად შემოქმედებით გარემოში მხატვრები ლექსებს თხზავდნენ,

ხოლო პოეტები ნახატებს ქმნიდნენ. ზუსტად მაშინ გადაიქცა თბილისი

კავკასიის რენესანსის ცენტრად და ავანგარდის ყველაზე რადიკალური

იდეების განმახორციელებელ ადგილად.

გამოფენის პოლიფონიური ხასიათი აერთიანებს ისეთ მრავალფეროვან მხატვრულ

გამოხატულებებს, როგორსაც თავის დროზე თბილისელმა ძმებმა ილია და

კირილ ზდანევიჩებმა ორკესტრული ხელოვნება დაარქვეს.

დუდია სარაბიანოვი

სიმძლავრე

2018

აკრილი, ქაღალდი

'როდესაც ათონის მთაზე მივემგზავრებოდი, წარმოდგენილი მქონდა

მონასტერი, გუმბათოვანი ეკლესიები, ბოსტანი, მოხუცი მამაოები

კრიალოსნებით. მაგრამ იქ სრულიად სხვა სურათი დამხვდა, და ამან მე

მომაჯადოვა. ავღმოჩნდი სხვა განზომილებასა და დროში, სადაც კლდეებზე

ათობით  დიდებული ციხესიმაგრეა წამოჭიმული. და მათ იცავენ

მებრძოლები.  ძლიერი, ლამაზი მამაკაცები შავებში, ნიჩბებითა და შავი

ჯიპებით. ბეტონის გადამამუშავებელი მანქანები და ბაღები ხილის

ხეებით. დაუმთავრებელი ლოცვები და გალობა. საჭმელი რკინის ჯამებიდან

და მდელოებიდან მოსული ბალახის სურნელი. ღიმილი და მკაცრი

გამოხედვები. სიკეთე და არანაირი ჭკუის დარიგება. სიჩუმე და

სილამაზე. ზღვა…'

კონცეფცია მიტია ბორისოვი

ნუცა მალაშხია

ლევან სიხარულიძე

არქიტექტორი დავით ბროდსკი

KNOCK-KNOCK

2018

ინსტალიაცია

ძველი კარებები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან იქნა წამოღებული და

მოგროვილი, რათა შექმნილიყო უნიკალური ადგილი ღვინის უბანში. საუკეთესო

ქართული ღვინოები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან, სხვადასხვა

გემოებითა და არომატებით დევს თითო კარის უკან. კარებების წინ

მოთავსებული უზარმაზარი ხის მაგიდა ეპატიჟება სტუმრებს საერთო სუფრის

გარშემო.

ირაკლი მახარაძე

შალვა ქიქოძე

2018

დოკუმენტური კინოს პრემიერა მოდერნისტ მხატვარ შალვა ქიქოძის

შესახებ

შალვა ქიქოძე (1894 – 1921) ქართული მოდერნიზმის გამორჩეული წარმომადგენელია; იგი მიეკუთვნება ახალგაზრდა მხატვრების იმ თაობას,

რომელთა შემოქმედების ნაყოფიერი პერიოდი დაემთხვა 1910-იან წლებს.

ქიქოძე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ნაკლებად შესწავლილი

მოდერნისტია. ადრეული ასაკიდან იგი ტრიალებდა ძმები ზდანევიჩების

წრეში, 1919 წელს გაემგზავრა სასწავლებლად პარიზში, დამოუკიდებელი

საქართველოს სტიპენდიანტებთან, დავით კაკაბაძესა და ლადო

გუდიაშვილთან ერთად, ცხოვრობდა გამოჩენილ ლა რუშის უბანში.

ფილმში რეჟისორი მოგვითხრობს მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედების

შესახებ, როგორც დოკუმენტური კინოსთვის დამახასიათებელი ხერხებით,

ასევე ანიმაციის საშუალებით.

ტატიანა პლახოვა

სირთულის აუზი

2018

ციფრული პროექცია

ტატიანა პლახოვა: 'ნამუშევარი შექმნილია ლინგვისტური და სემიური

გზით: პირველ რიგში, ბევრი პატარა, არც ისე რთული ელემენტები,

როგორც ასოები იქმნება, შემდეგ მათგან უფრო რთული სიტყვები იქმნება,

შემდეგ ფრაზები, როგორც სტრუქტურები და ასე იქმნება გამოსახულებების

უფრო და უფრო რთული არქიტექტურა. ასე რომ, სიტყვა "სირთულე"

ეხმიანება და წარმოადგენს ნამუშევრის შექმნის როგორც პროცესს, ასევე

შინაარსს'.

ნამუშევარი ვიზუალურად ფრაქტალურ ხელოვნებას წააგავს, მაგრამ ეს

ილუსტრაციები ხელით არის დახატული, და არ გამოიყენებს ციფრულ

ტექნოლოგიებს, ასე იქმნება ცოცხალი და ორგანული ინფორმაციის

სტრუქტურული სფერო; იგი შეუზღუდავად მრავლდება და ვითარდება.

სტას ჟიტსკი

BOOK BAR ZHITZ

პერფორმანსი

ხელოვანი პროექტის შესახებ: 'Book bar zhitz - ადგილი, სადაც მხატვრული

ლიტერატურის მეტაფიზიკური ასპექტი იცვლება ალკოჰოლისგან მიღებულ

ონთოლოგიურ-ფიზიკურ სიამოვნებაში. წიგნის ეფემერული, არამატერიალური

ღირებულება გარდაიქმნება ხელშესახებ, პოზიტიურ გავლენად

მომხმარებელზე, რომელსაც შეუძლია არტ ობიექტთან საკმარისი სულიერი

საზრდოთი მისვლა (წაკითხული წიგნის სახით) და ამ საზრდოს ნაწილის

(დაიტოვოს ღირებულება საკუთარ მეხსიერებაში) გაცვლა სასმელში,

რომელიც პირველ რიგში შეძლებს მას მიანიჭოს კომბინირებული

სიამოვნება. იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი

სულიერება, მაშინ უფრო უნივერსალური ინსტრუმენტები შეიძლება იყოს

გამოყენებული, მაგალითად როგორიცაა ფული'.

მიტია ბორისოვი

ერიკ შლოსერი

გასული ვარ

2018

ინსტალიაცია

გასული ვარ“ იდიომაა რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც რეალობიდან

გამოთიშვა, ალკოჰოლისა ან ნარკოტიკის ზეგავლენის გამო გარემოს აღქმის

შეუსაბამობა. ეს ფრაზა ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც ყოველდღიური

რუტინიდან გამოთიშვა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ფრაზა შეიძლება

მაღაზიის გამყიდველებისგან წამოვიდა;  ნიშანს 'გასული ვარ' ისინი

აკრავდნენ მაღაზიებს, როდესაც წასულები იყვნენ.

ნამუშევარი ეძღვნება ყველას ვინც გასულია, ზღვაზე, მთაში, თუ საკუთარ

ფიქრებში. მათ, ვინც რაღაც ეტაპზე იგრძნო დაუძლეველი სურვილი წასულიყო,

გამოეცვალა გარემო, პროფესიული, სოციალური თუ პირადი. როდესაც შენი სამყარო

ხდება შეუსაბამო, შენი ოცნებების, მიზნებისა და შესაძლებლობებისათვის

გამოუდეგარი. მაგრამ თუ მთლიანად სამყარო გახდება შეუფერებელი და არსად

იქნება წასასვლელი სად დავკიდებთ ჩვენს აბრას 'გასული ვარ'.

კონცეფცია მიტია ბორისოვი

ნუცა მალაშხია

ლევან სიხარულიძე

არქიტექტორი დავით ბროდსკი

KNOCK-KNOCK

2018

ინსტალიაცია

ძველი კარებები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან იქნა წამოღებული და

მოგროვილი, რათა შექმნილიყო უნიკალური ადგილი ღვინის უბანში. საუკეთესო ქართული ღვინოები  საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან, სხვადასხვა გემოებითა და არომატებით დევს თითო კარის უკან. კარებების წინ მოთავსებული უზარმაზარი ხის მაგიდა ეპატიჭება სტუმრებს საერთო სუფრის გარშემო.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი