"ძალიან ზოგადი კანონპროექტია, თან იმ ქვეყანაში, სადაც ჩოხაც წმინდა ჰგონიათ და მემორიალზე ცეკვაც..." - გურამ შეროზია

14:06 05-16-2018
367

ბლოგერი გურამ შეროზია თვლის, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შესაძლოა მიენიჭოს უფლება - განიხილოს შემოქმედებითი სახის ნაწარმოებების აკრძალვის საკითხები, თუ იგი ლახავს ვინმეს უფლებას, ძალიან ზოგადია, თან იმ ქვეყანაში, სადაც ჩოხაც წმინდა ჰგონიათ და მემორიალზე ცეკვაც.

ამის შესახებ, ბლოგერმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„ძალიან ზოგადი კანონპროექტია, თან იმ ქვეყანაში, სადაც ჩოხაც წმინდა ჰგონიათ და მემორიალზე ცეკვაც - რელოგიური გრძნობების შეურაცხყოფა. თორემ ქსენოფობია, რაზისმი და ყველაფერი ცუდი რომ დასაგმობი და აღმოსაფხვრელია - ამაზე არც არავინ დაობს“, - განაცხადა შეროზიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობა, თუ ის აღვივებს შუღლს და შეურაცხყოფს საზოგადოების გრძნობებს რელიგიურ, ეთნიკურ თუ რაიმე სხვა საფუძვლით, ან შეიცავს პორნოგრაფიულ შინაარს.

 

სესე კოპალეიშვილი