ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ - გიორგი მარგველაშვილი

13:43 05-16-2018
58

"ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველ საზოგადოებასთან რუსეთთან ლაპარაკი, მასაც სურს.

ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ. მეც, ბუნებრივია, მზად ვარ და ეს ხომ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე. რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი, ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა. კიდევ ექვს წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით, არის აბსოლუტურად წინა საუკუნის ტენდენცია. ბევრი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა, რადგან შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარის საბაბი და ძალა, რომ შეხვიდე საქართველში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც სხვათა შორის შენ თვითონვე აღიარე, შენ თვითონვე აღიარე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 20 წლის წინ, მერე თქვი, რომ მე არ მომწონს ეს საზღვრები უნდა შევცვალო. ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, მზად არის, სხვა თემებზე ესაუბროს რუსეთს, უბრალოდ ამ ისტორიული აბსურდის მიღმა აქ წითელი ხაზი გადის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი